Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევიდან 437 იმერეთში დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 756 ინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 257, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 27 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 34 000 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 777 პირი, გარდაიცვალა – 31.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 11.3%.
კომენტარები