მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

მასობრივი პროტესტი ყველა ქალაქში – ენმ პოლიტიკური ბრძოლის ახალ ფაზაში გადადის

მასობრივი პროტესტი ყველა ქალაქში – ენმ პოლიტიკური ბრძოლის ახალ ფაზაში გადადის

მასობრივი საპროტესტო აქცია საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში – ოპოზიცია პოლიტიკური ბრძოლის ახალი მეთოდისთვის ემზადება.

ხვალ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტსაბჭოს სხდომაა ჩანიშნული, სადაც სამოქმედო გეგმის დეტალებზე იმსჯელებენ.

ამჟამად პარტიის 2 ლიდერი ნიკა მელია და კობა ნაყოფია უკვე ხვდებიან სამეგრელოს რეგიონში პარტიის მხარდამჭერებსა და ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს.

“მასობრივი, სახალხო პროტესტები უნდა დაიწყოს საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ გაძვირების ფონზე, როცა გაძვირდა კომუნალური გადასახადები, ელექტროენერგია, გაზი, გაძვირდა საწვავი, გაძვირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში, გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტები, მედიკამენტები, ამ გაძვირების ფონზე, ამ უსამართლობის ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია დიდი სახალხო პროტესტი და მოძრაობა, რომელიც შეიწირავს, პირდაპირი მნიშვნელობით, რუს ოლიგარქს და მის კრიმინალურ ხელისუფლებას”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

კომენტარები