გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-11 იანვარს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით +13, +18 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
13 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.
კომენტარები