კომპანია „მაგთიკომი“ ტარიფებს აძვირებს – 10 თებერვლიდან “მაგთის” მომხმარებლები ულიმიტო მომსახურების პაკეტს, “კოქტეილი 25”, 25 ლარად ვეღარ გაააქტიურებენ და ყველაზე იაფად ულიმიტო პაკეტის შეძენა 30 ლარად იქნება შესაძლებელი.
კომპანიის ინფორმაციით, შესაბამის ნომრებზე — 2525 ან 2552 — დარეკვით 25-ლარიანი პაკეტის მაგივრად გააქტიურდება “კოქტეილი 30”, რომელიც 30 ლარი ღირს. მის ფარგლებში აბონენტი 3 000 მეგაბაიტს იღებს, ზარები და SMS-ები კი, “კოქტეილი 25-ის” მსგავსად, ახლაც უფასოა.
პაკეტების ნაკრები სახელწოდებით “კოქტეილი” მომხარებლებს აქამდე სხვადასხვა სერვისს ულიმიტოდ ან შეღავათიან ფასად სთავაზობს. ყველაზე იაფი პაკეტი 5 ლარი ღირს, მაქსიმალური ღირებულება კი — 60 ლარია.
კომენტარები