“არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში”, – ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მოსამართლეს, რომელმაც სააკაშვილს უთხრა, რომ სიტყვის გამოსვლის დროს მათკენ მიტრიალებულიყო.
“მე გადავწყვეტ ვის მივმართო, მე მივმართავ ქართველ ხალხს. თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს. წერტილი. არ ვაპირებ, ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. თქვენ თვალებში შემოგხედავთ ქართველი ხალხი და ჩემთვის თქვენ საერთოდ არავინ ხართ.
მე სად ვბრძანდები, ძალიან კარგად ვიცი. ეს სხდომის დარბაზი ჩემი აშენებულია. ეს დროშა ჩემი გაკეთებულია, ეს სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია, ეს აუდიტორია ჩემი გაკეთებულია, ეს გალია ჩემი აშენებულია. ყველაფერი რაც არ გააფუჭეს აქამდე, ჩემი გაკეთებულია. მე სად ვარ, თქვენი ახსნა-განმარტება არ მჭირდება და ნუცას სკოლა. ბოდიშს ვიხდი, თქვენგან განსხვავებით 4 უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული“, – განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები