მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქუთაისის მერის ხელფასი 5 500 ლარია, სოციალურად დაუცველების კვებისთვის კი 2.25 ლარი გამოიყო”

“ქუთაისის მერის ხელფასი 5 500 ლარია, სოციალურად დაუცველების კვებისთვის კი 2.25 ლარი გამოიყო”

ქუთაისის მერიამ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კვების უზრუნველსაყოფად ახალი ტარიფი დაადგინა.

ხორციანი სადილის მომზადება უფასო სასადილოში წელს თითქმის შეუძლებელი იქნება.

გაძვირებული პროდუქტების ფონზე, ერთი ულუფისთვის მერიამ 2 ლარი და 25 თეთრი გამოყო.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სირცხვილია როდესაც ქუთაისის მერის ხელფასი 5 500 ლარია, სოციალურად დაუცველ ბენეფიციარების გამოსაკვებად კი თვეში 67 ლარი იხარჯება.

კომენტარები