“ომიკრონის“ შემთხვევებში რეინიფიცრება მაღალია. ანუ, ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს “დელტა“, მათ ემართებათ, ამიტომ დღეს, ჩვენი და ყველას მთავარი მოწოდება უნდა იყოს, რომ ყველა ადამიანი, მილიონ ორასი ათასი ადამიანი ვინც აცრილია ორჯერადად, მიბრძანდნენ ამცრელ პუნქტებში და გაიკეთონ „ბუსტერი“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
“გამოჩნდა კიდევ ახალი კვლევებით, რომ იგივე “სინოფარმის“ “ბუსტერი“, ანუ მესამე დოზაც სერიოზულად გამოიმუშავებს მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს „ომიკრონის“ მიმართ. ამიტომ, „ბუსტერი“, როგორც “ფაიზერით“, ისე „სინოვაკით“ თუ „სინოფარმით“, აუციელებელია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარები