იმერეთის საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge გთავაზობთ რუბრიკას “ჟურნალისტი სხვა რაკურსით”, რომლის მორიგი სტუმარიც ტელეკომპანია “რიონის” ჟურნალისტი, ეკა შალამბერიძეა.
სახელი: ეკატერინე.
გვარი: შალამბერიძე.
სამუშაო ადგილი: ტელეკომპანია “რიონი”.
რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი: ვიქნებოდი უნიჭო ეკონომისტი და მაინც ჟურნალისტიკაზე შეყვარებული.
ყველზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს: ხალხთან ურთიერთობა და ყველაზე მეტად მაბედნიერებს გამოხმაურება სოციალურ მასალაზე, რაც თუნდაც მცირედით აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას.
როცა ამ პროფესიას ვირჩევდი მეგონა: თუ სკოლაში თემის წერა კარგად გამოგდის ე.ი ჟურნალისტიკა შენი პროფესიაა, მითუმეტეს თუ ამას დამრიგებელი გირჩევს.
ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი : ტელეჟურნალში “7დღე“ გასული სიუჟეტი ყინწვისში მოღვაწე ბერ მამა ნაუმიზე, როდესაც არ წყდებოდა შეტყობინებები თუ როგორ ეპონვათ მისი ადგილსამყოფელი, მასალას მილიონამდე ნახვა და უამრავი პოზიტიური გამოხმაურება აქვს.
ყველაზე მეტადად ადამიანში ვაფასებ: უნარს აღიაროს შეცდომა
მჯერა, რომ: ჩემი შვილები ჩემს შეცდომებზე ისწავლიან.
ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში: პროფესიული ობიექტურობა
რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში: ემოციების ნაკლები კონტროლი და დაშვებულ შეცდომაზე დიდხანს ნერვიულობა.
ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება: ჩემი ოჯახი.
ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა: მქონოდა სწორი თმა.
ამწამს ყველაზე მეტად მინდა: რომ პანდემია დასრულდეს.
ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე- მაკიაჟის გაკეთება, რაც წარმოუდგენლად მერთულება.
ამოჩემებული სამოსი: დაბალძირიანი ფეხსაცმელი.
ყველაზე ხშირად მავიწყდება: სად დავდე ტელეფონი და გასაღები.
ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში არის: სესილი არ გშია?
ადრე ვფიქრობდი რომ: წლის ყველაზე კარგი სეზონი ზამთარია.
ახლა ფიქრობ, რომ: ახლაც იგივეს ვფიქრობ რადგან ჩემი შვილის თვალებით ვიხედები
მეშინია რომ: დედა ავად არ გახდეს.
ვტირი მაშინ, როდესაც: ბევრს იგივეზე არ აეტირებოდა და ეს ცუდია…
მრცხვენია მაშინ, როდესაც: დედასთან დარეკვა მავიწყდება.
ყველაზე მეტად მიყვარს: ზარი ტელეფონზე და ხმა დედუცკი გამოვედი სად ხარ? მერე ჩემი პასუხი და ისევ იქედან კაი დე.
არასოდეს გავაკეთებ იმას რომ: ქუჩაში გაჭირვებულ მოხუცს უემოციოდ ჩავუარო.
რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ -არის კი ასეთი, მაგრამ მოდი ახლაც არ ვიტყვი.
სიყვარული არის: ღიმილის მიზეზი.
ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ როდესაც: საყვარელი ადამიანის ოპერაცია წარმატებით დასრულდა
როდესაც ცუდად ვარ: ვჩხუბობ.
დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო- ხომ არ გადაიდო გადაღება.
ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის: ნდობა გადამოწმების გარეშე.
პირად ურთიერთობებში ვარ: ეკა.
მინდა დამიმახსოვრონ როგორც: კარგი დედა.
კომენტარები