კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გელათის კარიბჭის დასაცავად, 5 თებერვალს ხელშეკრულება გაუფორმა ქუთაისის პოლიციის ექვს ინსპექტორს.
მათ ერთ თვეში 6194 ლარს გადაუხდის.
კარიბჭესთან დააყენეს დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაცია და ოთხი სათვალთვალო კამერა. სიგნალიზაცია, დამატებით, 518 ლარი დაჯდა.
4 თებერვალს აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა ანარ კარიმოვმა თქვა, რომ აზერბაიჯანს სურს, მოლაპარაკებების გზით დაიბრუნოს ისტორიული არტეფაქტი – განჯის კარი.
კარი საქართველოში მე-12 საუკუნეში ჩამოიტანეს და მისი ერთი ფრთა ახლა გელათის მონასტერში ინახება.
წყარო:აი ფაქტი
კომენტარები