მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისელი უსახლკარო მოხუცი კოვიდის დამარცხების შემდეგ თავშესაფარში გადაიყვანეს

ქუთაისელი უსახლკარო მოხუცი კოვიდის დამარცხების შემდეგ თავშესაფარში გადაიყვანეს

ქუთაისელი უსახლკარო მოხუცი კოვიდის დამარცხების შემდეგ თავშესაფარში გადაიყვანეს.

ღია ცის ქვეშ მცხოვრებ ხანდაზმულ ქალს, რომელიც ერთ-ერთი სარდაფის ჩასასვლელში ცხოვრობდა, არცერთი საავადმყოფო არ იღებდა, რადგან ის კოვიდდადებითი იყო.

სოციალურად დაუცველი ქალი, რომელიც ძაღლებთან ერთად ცხოვრობდა, სამოქალაქო აქტივისტებს ღამის განმავლობაში სხვადასხვა კლინიკებში დაჰყავდათ, ბოლოს კი 11 თებერვალს სენაკის სამედიცინო დაწესებულებაში წაიყვანეს.

მოხუცმა მკურნალობის კურსი წარმატებით გაირა, რის შემდეგაც ის ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა მოხუცთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

 

კომენტარები