რიკოთთან ავარიის შედეგად დაღუპულ პოლიციელს შვილი ანა ბაღდავაძე შეუსრულებელ დაბადების დღეს ულოცავს.
“დაბადების დღეს გილოცავ მამიკო“ – წერს ანა ბაღდავაძე სოციალურ ქსელში.
“კახუნა, დაბადების დღეს გილოცავ. როგორ გიყვარდა შენი დაბადების დღე. როგორი ბედნიერი იყავი ამ დღეს ხოლმე”, – წერს გარდაცვლილი პოლიციელის მეგობარი.
კახა ბაღდავაძე, მურადი ლეჟავა და მიშო მაჩიტაძე გუშინ რიკოთთნ მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ. სამივე მათგანი იმერეთის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი იყო. ავარია მაშინ მოხდა, როდესაც ისინი ცვლის დასრულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს.
კომენტარები