ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში მედიკოსებმა გადაარჩინეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც გული გაუჩერდა.
შემთხვევა, “თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში” მოხდა.
“ახალგაზრდა მამაკაცი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა “თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში”. პაციენტს კლინიკაში შემოყვანისთანავე გაუჩერდა გული, გამოხატული იყო პარკუჭთა ფიბრილაცია, რამდენიმე წამში რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ექიმებმა შეძლეს და პაციენტს აღუდგინეს გულის სწორი რითმი. კლინიკაში შემოყვანიდან 7 წუთში პაციენტი გადაიყვანეს კათეტერიზაციის ლაბორატორიაში, სადაც ჩაუტარდა კორონაროგრაფია და მოხდა თრომბული მასით ოკლუზირებული სისხლძარღვის სტენტირება .პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა ემერჯენსის ექიმმა ფიქრია ცერცვაძემ.
კომენტარები