ქუთაისში ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურამ მინუს 8 გრადუსს მიაღწია. ქალაქის მასშტაბით ქუჩები მოყინულია.
ქუჩაში გადაადგილება უჭირს, როგორც ქვეითად ისე ავტომობილით მოსარგებლეებსაც.
“საშინელ მდგომარეობაშია გზები. სარკესავით არის მოყინული. სრიალ-სრიალით დავდივართ გზებზე”, – ამბობს ადგილობრივი.
რამდენიმე დღეა, იმერეთში თოვს, უხვმა ნალექმა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები შეუქმნა.
კომენტარები