მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“25 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების, ხოლო 7 ნოემბრიდან სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში”

“25 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების, ხოლო 7 ნოემბრიდან სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში”

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, 2022 წლის 25 აპრილიდან – მსუბუქი ავტომობილების, ხოლო 7 ნოემბრიდან სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში.

როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარების წესის, პირობებისა და მარშრუტების შემუშავებას.

“2021 წელს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მომსახურების სააგენტომ დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ახალი, „AM” – კატეგორიის – მოპედების მართვის მოწმობების გაცემა, რომელიც 28 მარტიდან სავალდებულო გახდება. ამავე თარიღიდან სავალდებულო ხდება მოპედების რეგისტრაცია.

ახალი „AM” კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად გასვლის დროს, მოქალაქეები სრულად თავისუფლდებიან გამოცდის საფასურისგან. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, 2022 წლის 25 აპრილიდან – მსუბუქი ავტომობილების, ხოლო 7 ნოემბრიდან სხვა კატეგორიისმართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში. სააგენტო უზრუნველყოფს გამოცდის ჩაბარების წესის, პირობებისა და მარშრუტების შემუშავებას.

შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრების შეცვლა მობილური აპლიკაციით, სააგენტოში გამოცხადების გარეშე, დისტანციურად, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურების განხორციელება, როგორიცაა: ექსპორტი, რეექსპორტი და სხვა, ასევე რეგისტრაცია, მათ შორის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

 

კომენტარები