პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს და უკრაინას შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა და ამით ეს საკითხი არის გარკვეული.
“აბსურდია როდესაც ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის და საუბრობს მისი სახელით. ვის რა უნდა, უნდა თუ არა საერთოდ ჩართვა, არც კი ჰკითხეს უკრაინის ხელისუფლებას. ასე რომ, ესეც გვაჩვენებს რა არის რეალური მიზანი ამის უკან. არის ისტერიის აწევა და ა.შ.
საერთოდ საკვირველია, საქართველოს პარლამენტის წევრს უცხო ქვეყნის ადმინისტრაციასთან რა კავშირი აქვს, რატომ საუბრობს მათი სახელით. ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია საქართველოს და უკრაინას შორის არ ყოფილა და ამით ეს საკითხი არის გარკვეული.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ არცერთ ინიციატივას, რომელიც შეეხება უკრაინას, „ქართლი ოცნება“ არც კი განიხილავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კომენტარები