მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთიდან გაპარული მოზარდები უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში წასვლას ცდილობდნენ

იმერეთიდან გაპარული მოზარდები უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში წასვლას ცდილობდნენ

სამეგრელოში, იმერეთიდან გაპარული არასრულწლოვნები დააკავეს, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადასვლას და უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში წასვლას ცდილობდნენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების მკვლევარი რაულ ქირია წერს.

“პოლიციამ ოჯახის განცხადების საფუძველზე არასრულწლოვნებს სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში მიაგნო.

მოზარდები გამოკითხვისას ამბობენ, რომ მათი სურვილი უკრაინის დახმარება იყო, შემდეგ კი პუტინის ლიკვიდაცია – საჭირო “ინვენტარიც” შეძენილი ჰქონდათ.

ომის დასრულების შემდეგ მათ ვინაობას აუცილებლად დავწერ“, – წერს ჟურნალისტი.

 

კომენტარები