მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ან დაიძინებს და ვეღარ გაიღვიძებს, ან ღიად ესვრიან”

“ან დაიძინებს და ვეღარ გაიღვიძებს, ან ღიად ესვრიან”

კრემლის ახლო გარემოცვა შემცვლელს ეძებს – ინფორმაცია გუშინ უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა. პუტინის შემცვლელად FSB-ს დირექტორის ალექსანდრ ბორტნიკოვის კანდიდატურა სახელდება.

“განიხილება ვარიანტები პუტინს რა შეიძლება დაემართოს: ან დაიძინებს და ვეღარ გაიღვიძებს, ან ღიად ესვრიან, ამის შესახებ პუტინმა თავადაც კარგად იცის. ბუნკერში ძალიან ეშინია და FSB-ს მე-5 განყოფილებას იმიტომ უტევს, რომ არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ. რომ არმიას არ ელოდებოდნენ უკრაინაში. შოიგუსაც ვერ დაეყრდნობა, მასთან წვევამდელებთან დაკავშირებით აქვს კითხვები. ყველამ იცის ამ მანიაკმა რაც ჩაიდინა.

პუტინმა პასუხი მოიფიქრა და ომში საომრად 16-17 წლის არასრულწლოვნებს გამოაგზავნიან. გაიხსენით ჰიტლერი 1943 წელს 14 წლის ბიჭები ბერლინის კედელთან ტყვიებით დაცხრილული რომ იწვნენ. საით მიდის ეს ყველაფერი? რამდენი პარალელია და თან რა სიზუსტით”,- აცხადებს უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო.

 

კომენტარები