მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – აპირებენ ჩემს გადაცემას რუსეთისთვის

მიხეილ სააკაშვილი – აპირებენ ჩემს გადაცემას რუსეთისთვის

აპირებენ ჩემს გადაცემას რუსეთისთვის, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას და სიცოცხლეს რა აზრი აქვს, თუ სამშობლო ვერ გადავარჩინეთ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილიოსის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის რუსეთისათვის გადაცემას გეგმავს.

„ჩვენ გვაქვს ისეთი შანსი, როგორც არასდროს. უკრაინა ამ ომში იმარჯვებს და 100 წელი აღარ გაიხსნება ასეთი შესაძლებლობების ფანჯარა, ამიტომ შემდეგი კვირეები და თვეები არის მოქმედების კვირები და თვეები.

იმ დროისათვის, როდესაც უკრაინია იბრძვის მათ შორის საქართველოსთვის, ესენი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისათვის, ესენი, სხვათაშორის, აპირებენ ჩემს გადაცემას რუსეთისთვის, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას და სიცოცხლეს რა აზრი აქვს, თუ სამშობლო ვერ გადავარჩინეთ. ისინი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისათს.

მზადდება პროვოკაცია ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, იმის შემდეგ, რაც რუსეთი მოგვთხოვს ნეიტრალიტეტს. ამის შემდეგ კი, რამდენიმე წელში საქართველო გახდება რუსეთის ოფიციალური ნაწილი“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები