უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მოსახლეობას და სამხედროებს მოუწოდებს, სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ერთი დღის განმავლობაში არ გაავრცელონ თავდასხმის შედეგის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა, რადგან ამით ამით რუსებს საქმე უადვილდებათ.
“იყო ქართული ეპოსის ცნობილი ლიტერატურული გმირი, რომელიც წყეულ ცარიზმს უწევდა წინააღმდეგობას. მას დათა თუთაშხიას უწოდებდნენ. თავის დროზე იყო ფანტასტიკური სერიალი, ძველ, კარგ დროს.
დათა თუთაშხიას ჰქონდა კონსპირაციის წესები და ის ასეთი იყო: თუ შეხვედრა დაგინიშნეს, ერთი დღით ადრე მიდი ან ერთი დღით გვიან და ყოველთვის გადარჩები ცოცხალი. სწორედ ეს წესი უნდა გამოვიყენოთ ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით. მესმის, ყველას უნდა, დაუყონებლივ გადაიღოს ფოტო ან დაწეროს, რომ აი, ჩამოვარდა რაკეტა, დაიბომბა ესა თუ ის ადგილი, მაგრამ ამით თქვენ მოწინააღმდეგეს უმსუბუქებთ საქმეს.
არ გამოაქვეყნოთ მასალები, სანამ ადგილზე სამაშველო ოპერაცია არ დაიწყება. უმჯობესია, თუ საერთოდ არ გადაიღებთ, მაგრამ თუ მაინც გადაიღებთ მომავლისთვის, მოიცადეთ თავდასხმიდან მინიმუმ ერთი დღე-ღამე, ვიდრე ვითარება რადიკალურად არ შეიცვლება, სანამ არ შეიცვლება ისე, რომ მტერი ვერ შეძლებს დარტყმის შედეგების განსაზღვრას“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
კომენტარები