მთავარიახალი ამბებისლაიდი

“რუსი აგრესორების მიზანია, ვინც ბომბს გადაურჩება, მშიერი მოკვდეს, ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქციეს”

“რუსი აგრესორების მიზანია, ვინც ბომბს გადაურჩება, მშიერი მოკვდეს, ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქციეს”

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პოლონეთიდან მორიგი რეისი შესრულდა.

საქართველოში ქართველებთან ერთად უკრაინელებიც ჩამოვიდნენ.

ბორტზე მყოფი მგზავრები უკრაინაში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობენ. მათი თქმით, უწყვეტად იბომბება სტრატეგიული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსები. მოსახლეობა რუსეთის აგრესიას თავშესაფრებში ემალება, ქალები და ბავშვები კი იძულებული არიან ქვეყანა დატოვონ.

უკრაინელები საქართველოში დროებით ახლობლებთან ჩამოდიან.

“რუსი აგრესორები ბომბავენ პურის საცხობებს, ასევე საკვები პროდუქტების საწყობებს. ასევე ჭურვები ეცემა საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს და კორპუსებს. მათი მიზანია, ვინც ბომბს გადაურჩება, მშიერი მოკვდეს, ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქციეს”, – გვიყვება უკრაინიდან ჩამოსული მგზავრი.

უკრაინაში ომის 27-ე დღეა.

 

კომენტარები