მთავარიახალი ამბებისლაიდი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 121 ბავშვი მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 121 ბავშვი მოკლეს

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 121 ბავშვი დაიღუპა, 167-მა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

23 მარტის მდგომარეობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაიღუპა კიევის ოლქში – 61, ასევე ხარკოვში – 41, დონეცკში – 40, ჩერნიგოვში – 32, ნიკოლაევში – 24, დედაქალაქში – 16, ჟიტომირში – 15, ხერსონში – 15 და სუმში – 14.

მტრის დაბომბვების შედეგად დაზიანდა 548 სასწავლო დაწესებულება, მათგან 72 მთლიანად განადგურდა, კერძოდ – 220-ზე მეტი სკოლა, 155 საბავშვო ბაღი. უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, ნიკოლაევში, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რაიონებში და ქალაქ კიევში.

 

კომენტარები