უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 16 600 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 27.03-მდე:
ტანკები – 582, ჯავშანტექნიკა – 1 664, საარტილერიო სისტემები – 294, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 93, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 52, თვითმფრინავი – 121, ვერტმფრენები – 127, საავტომობილო ტექნიკა – 1 144, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 7, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 73, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 56, სპეციალური ტექნიკა – 21.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.
კომენტარები