მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ღარიბაშვილი – გუშინ ვნახეთ გარკვეული აქციები, რომლის უკან იდგა “ნაციონალური მოძრაობა“

ღარიბაშვილი – გუშინ ვნახეთ გარკვეული აქციები, რომლის უკან იდგა “ნაციონალური მოძრაობა“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ საწვავის ფასის გამო გამართული აქციების უკანაც “ნაციონალურ მოძრაობას” ხედვას.

“გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის უკან იდგა პირდაპირ უნდა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“. მე მესმის, რომ ჩვენ მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული, რომ შევუმსუბუქოთ ჩვენ მოქალაქეებს ის გაზრდილი ფასები და წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან მოქალაქეებს “გაახსენა”, რომ პანდემიის გამო ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში ბოლო წლების და ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია.

მისი თქმით, ოპონენტები უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და ცდილობენ მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ.

“მათ პერიოდში წლიური ინფლაცია 2011 წლის მაისში იყო 14.3%, იმავე წლის მარტში 13.9%, აპრილში 13.5% უფრო ადრეც, ინფლაცია შეადგენდა 14.5% 2006 წელს მაგალითად, საშუალო წლიური ინფლაცია წინა ხელისუფლების, შეწონილი რომ შევახსენოთ ჩვენ მოქალაქეებს, იყო 6.2.% მაშინ, როცა ჩვენ დროს, 9-წლიან პერიოდში 4.1%-ია საერთო შეწონილი წლიური ინფლაცია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ყველაფერს აკეთებენ რაც შეუძლიათ.

კომენტარები