ქუთაისის ცენტრში, ქალაქის ისტორიულ უბანში, მდინარე რიონის სანაპიროზე საცხოვრებელი სახლის აივანი და სათავსო ოთახი ჩამოინგრა.
ნგრევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
აღნიშნული საცხოვრებელი სახლები ავარიულია, ადგილობრივები წლებია, რეაბილიტაციას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
“წლებია, ამბობენ რეაბილიტაციას დავიწყებტო, მაგრამ უშედეგოდ. უმძიმესი მდგომარებაა და საწრაფო რეაგირებაა საჭირო”, – ამბობს დაზარალებული ბესიკ გოგრიჭიანი.
“ოცნების“ ხელისუფლება ერთ-ერთი არჩევნების წინ მოსახლეობას დაპირდა, რომ ე.წ რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია მოხდებოდა, თუმცა აღნიშნული დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა.
კომენტარები