დანგრეული სახლები, მიწასთან გასწორებული დამხმარე ნაგებობები, დამეწყრილი ეზოები და ნაპრალებად ქცეული სახნავ-სათესი მიწები – ასეთია ვითარება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში.
გუშინ ღამით კიდევ რამდენიმე ნაგებობა დაინგრა, მოხუცები და ბავშვები სახლებიდან გამოჰყავთ და უსაფრთხო ადგილზე მიჰყავთ. შუახნის ადამიანები კი სახლებს ცლიან და საჭირო ინვენტარი ეზოებიდან გამოაქვთ და სატვირთო ავტომობილებით ნათესავებთან მიაქვთ.
ითხვისის მცხოვრებლების თქმით, სოფლის ქვეშ, მიწის სიღრმეში კომპანია ჯორჯიან მანგანეზი მანგანუმის მოპოვების სამუშაოებს ახორციელებს, რამაც ეს შედეგები გამოიწვია.ჭიათურაში საცხოვრებელი სახლები ომის გარეშე დაინგრა.
კომენტარები