ჭიათურაში შველას ითხოვენ. მოსახლეობა პანიკაშია. სოფელ ითხვისში მეწყრული პროცესები მიმდინარეობს, რამაც სახლები დაანგრია და გზების დაზიანება გამოიწვია.
დილიდან ნანგრევებს გადარჩენილი ადამიანები სოფელს ტოვებენ. ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელი სახლების ქვემოთ, მიწის სიღრმეში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მადანს მოიპოვებს, რის გამოც ნიადაგი მოძრაობს და ადგილზე ცხოვრება სიცოცხლისთვია სახიფათოა.
მოსახლეობის თქმით, განსაკუთრებით ვითარება ბოლო რამდენიმე დღეა, დამძიმდა.
“მთელი ცხოვრების ნაშრომი მიწამ ჩაიტანა, პატრონი არავინ გვყავს. გთხოვთ დაგვეხმაროთ”, – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
კომენტარები