მთავარიახალი ამბებისლაიდი

“სიგარეტები წაიღეს”- ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციასთან მაღაზია მეორედ გაქურდეს

“სიგარეტები წაიღეს”- ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციასთან მაღაზია მეორედ გაქურდეს

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობის მიმდებარედ, მაღაზიათა ქსელ “დეილის” ფილიალი გაქურდეს.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ძარცვა გამთენიისას მოხდა. ჩამსხვრეულია ობიექტის მინა. წაღებულია სიგარეტები. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

აღნიშნული მაღაზია ბოლო რამდენიმე თვეში უკვე მეორედ გაქურდეს.

კომენტარები