მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სოფელ ითხვისის ორი უბნის მცხოვრებლები მეორე დღეა, სახლებს ცლიან

სოფელ ითხვისის ორი უბნის მცხოვრებლები მეორე დღეა, სახლებს ცლიან

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის ორი უბნის მცხოვრებლები მეორე დღეა, სახლებს ცლიან.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში სოფელში 15-მდე სახლი მიწამ ჩაიტანა. ამდენივე სახლის კედლები კი დაბზარულია და ნაგებობის ბინადრები დანგრევის მოლოდინში არიან.

სოფლის გზებსა და ნაკვეთებში ნაპრალები გაჩნდა და ღობეებიც გადაწვა.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს სოფლიდან, რომელსაც ადგილობრივები ტოვებენ.

 

კომენტარები