მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 87 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 15 პაციენტი.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 17 343 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 070 პირი, გარდაიცვალა 3 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.03%.

კომენტარები