მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ამბობენ, ცოლის ბიძაშვილმა მოკლაო” – ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

“ამბობენ, ცოლის ბიძაშვილმა მოკლაო” – ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ქალმა ახალგაზრდა კაცს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. მოკლულია 42 წლის ტიტე კორძაძე. მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის ქალია.

თვითმხილველების თქმით, ქალი და კაცი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ და მკვლელობას წინ კამათი უძღოდა.

“მე გავიგე, რომ გარდაცვლილი ცოლის ბიძაშვილმა მოკლაო. არ ვიცი რა ხდება. დანით ყელი გამოჭრაო”, – ამბობენ მოქალაქეები.

მათივე ინფორმაციით, დაჭრილმა კაცმა საკუთარ ავტომობილამდე მისვლა მოახერხა და გამვლელებს შველა სთხოვა.

“მანქანა აქ ეყენა. კაცი წამოვიდა იქიდან, კისერში ჰქონია დანა ამოსობილი და გადასულა მანქანასთან და წაქცეულა. როგორც ჩანს არტერია ჰქონდა გაჭრილი და სანამ მივიდა იქამდე, დაიცალა სისხლისგან. მამა თურმე მანქანაში ყოფილა”, – ამბობენ თვითმხილველები.

ცნობისთვის, 27 წლის ქალი განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ გუშინ დააკავა.

კომენტარები