მთავარიახალი ამბებისლაიდი

ხმაური და დაპირისპირება ხარაგაულის საკრებულოში – ადგილზე პოლიცია გამოიძახეს

ხმაური და დაპირისპირება ხარაგაულის საკრებულოში – ადგილზე პოლიცია გამოიძახეს

ხმაური და დაპირისპირება იყო ხარაგაულის საკრებულოში. ადგილზე სამართალდამცველების გამოძახება გახდა საჭირო. დაპირისპირება ოპოზოციონერი დეპუტატების მოთხოვნას მოყვა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის თორნიკე ავალიშვილის მტკიცებით, ხარაგაულოს საკრებულოს თავმჯდომარეს მანანა ბარბაქაძეს დიპლომი არ აქვს და ის თანამდებობას კანონდარღვევით იკავებს, ოპოზიციონერები თავმჯდომარეს მოუწოდებენ, წარმოადგინონ დიპლომი.

დაპირისპირების გამო ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახა და ოპოზიციის წევრი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

თორნიკე ავალიშვილი ამ წუთებში პოლიციას საკუთარ ოთახში ჰყავს ჩაკეტილი და სხდომათა დარბაზიდან არ უშვებს.

 

კომენტარები