საფეხბურთო კლუბი ქუთაისის “ტორპედო” განცხადებას ავრცელებს.
“საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ განცხადება ვადასტურებთ, რომ დღეს მივიღეთ გუნდის მთავარი მწვრთნელის გია ცეცაძის განცხადება გადადგომის შესახებ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ცხელ გულზე გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია.
კლუბში შექმნილი ვითარება საჭიროებს დეტალურ განხილვას და რიგი მიზეზების სიღრმისეულ შესწავლას. ამდენად, კლუბის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს გია ცეცაძის განცხადების დაკმაყოფილებას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს გადაწყვეტილების მიღებას, კლუბში შექმნილი ვითარების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ“, – აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირები ხვალ 15:00, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კლუბის პრესრუმში პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციაზე დასწრების მედია საშუალებებმა მოთხოვნა უნდა გაგზავნონ ელ.ფოსტაზე: [email protected]
კომენტარები