მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის ნგრევა გრძელდება

ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის ნგრევა გრძელდება

ქუთაისში, გაპონოვის #3-ში, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის ნგრევა გრძელდება.

შენობიდან სამშენებლო მასალები ყოველდღიურად ცვივა, რაც მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.

იქედან გამომდინარე, რომ სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული, ადგილობრივებს მისი თვითნებური გარემონტების უფლება არ აქვთ, ხელისუფლებამ კი სიცოცხლისთვის საშიში სახლის რეაბილიტაციისთვის თანხები ამ დრომდე ვერ მოიძია.

კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლი 7 თვეზე მეტია, დაზიანებულია.

კომენტარები