საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესია, იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მას მაღალკვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანა შესთავაზა.
“წარმოიდგინეთ, რა მოცემულობაა – სააკაშვილი იყო შემოქმედი იმ უბედურების, რაც ქვეყანაში და ციხეებში ტრიალებდა. სამედიცინო სერვისის გაწევა კი არა, ხალხს პირდაპირ ასახიჩრებდნენ და ყოველდღე სტატისტიკა ჰქონდათ. გახსოვთ, ციხიდან რამდენი გარდაცვლილი გამოჰყავდათ და რა დღეში იყვნენ. დღეს ციხეში ისეთი სიტუაციაა, რომ ტიპი, ადამიანი რა დონის თავხედია, რომ გვეუბნება, რომ გვიმკურნალოთ, ჩემი პირობები შეასრულეთო. ასეთი რამე გაგონილა? – სისულელე პირობები წააყენა.
იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესია, იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მას მაღალკვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანა შესთავაზა. მისი გადასაწყვეტია, შეთავაზებას მიიღებს თუ – არა. როგორც ყველა პატიმარს, ასევე მიხეილ სააკაშვილს ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება, შიმშილობა და არშიმშილობა კი, მისი პირადი გადასაწყვეტია“, – განაცხადა იარკლი ზარქუამ.
კომენტარები