პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქუთაისშია. საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, ქუთაისის ერთ-ერთ კაფეში ისადილა, ამის შემდეგ კი მედიამ მისთვის კითხვების დასმა სცადა, თუმცა უშედეგოდ.
მიხეილ სააკაშვილის კლინიკა “ვივამედში” ეტაპირების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი საჯარო სივრცეში დღეს პირველად გამოჩნდა, თუმცა მესამე პრეზიდენტის შესახებ საუბარი ისევ არ ისურვა.
კითხვაზე, რა შეუძლია, თქვას სალომე ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხობს: “გამარჯობათ და ნახვამდის”. მას იგივე პასუხი აქვს ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზეც.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილი მიესალმება იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.
კომენტარები