საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის ბედზე საუბრობს.
ქვეყნის მე-5 პრეზიდენტის თქმით, ის ფიქრობს, რომ პარლამენტის ყოფილ შენობა საკონფერენციო ფორუმების შეხვედრების სივრცედ შეიძლება გადაიქცეს.
“დიდი ხანია ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ამ შენობების ასე დატოვება, ეს არის არაჩვეულებრივი ადგილი შეიქმნას საკონფერენციო ფორუმებისთვის შეხვედრების ადგილი, გვერდით არის წყალტუბო და ამის კარგად გამოყენება შეიძლება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე რას აკეთებს ამ იდეის განსახორციელებლად განაცხადა, რომ მიეცეს ბიუჯეტი და გააკეთებს.
კომენტარები