სამტრედიაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი, დილით მდინარე გუბისწყალში იპოვეს.
60 წლის მამაკაცი, 8 მაისს, საქონლის სამწყესად წავიდა, გვიან კი შინ აღარ დაბრუნდა, რის შემდეგადაც მისი სამძებრო ღონისძიებები დაიწყო.
ცხედარი ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
კომენტარები