მთავარიახალი ამბებისლაიდი

“სოლიდარობა ნიკა გვარამიას” – ქუთაისში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან

“სოლიდარობა ნიკა გვარამიას” – ქუთაისში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან

“სოლიდარობა ნიკა გვარამიას” – ამ ლოზუნგით ქუთაისელი ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

აქციის მონაწილეები დღეს, 14:00 საათზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ე.წ. თეთრ სვეტებთან შეიკრიბებიან და ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს გააპროტესტებენ.

“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას თავისუფლების სამი წლით და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.

ადვოკატის განმარტებით, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს, საწარმოსთვის “ზიანის მიყენების გამო”, მიუხედავად იმისა, რომ მისი დირექტორობის პერიოდში, “რუსთავი 2” იყო ყველაზე წარმატებული კომპანია, როგორც სარეკლამო შემოსავლების, ისე სატელევიზიო რეიტინგის მიხედვით.

კომენტარები