იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები ქალაქის მერიის წინ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ჩხუბი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ახლადდანიშნულ უფროსს ნიკა კვერნაძესა და ამირან თევდორაძეს შორის მოხდა.
თვითმხილეველების თქმით, დაპირისპირების დაწყების მიზეზი აპარატის უფროსის მიერ თანამშრომლისთვის აგრესიულად მიმართვა გახდა – “რასაც გეტყვი ის უნდა გააკეთოო“.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურს დაუკავშირდა და ჩხუბში მონაწილე პირებისგან სურვილის შემთხვევაში დაპირისპირების მიზეზების განმარტება შესთავაზა. სააგენტოს პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.
კომენტარები