ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.
ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეხვედრა დღეს, ბრიუსელში უნდა გამართულიყო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით გაუქმდა.
ნატო-ს გენერალური მდივანი დღეს ფინეთისა და შვედეთის ელჩებს შეხვდა, რომლებმაც მას ალიანსის წევრობის აპლიკაციები გადასცეს.
კომენტარები