უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 28 500 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 19.05-მდე: ტანკები – 1 254 (+3), ჯავშანტექნიკა – 3 063 (+20), საარტილერიო სისტემები – 595 (+9), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 199 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 93 (+2), თვითმფრინავი – 203 (+1), ვერტმფრენები – 167 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 157 (+20), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 455 (+14), სპეციალური ტექნიკა – 43 (+0), საკრუიზო რაკეტები – 103 (+1).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.
კომენტარები