მთავარიახალი ამბებისლაიდი

ღარიბაშვილი – მე ვარ პრემიერი და გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, მე რომ მადარებთ

ღარიბაშვილი – მე ვარ პრემიერი და გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, მე რომ მადარებთ

“მე ვარ პრემიერი-მინისტრი და გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, მე რომ მადარებთ და ჩემს ოჯახის წევრებს, კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ დააკავეს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი კერძო კომპანიის მანქანის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისთვის, მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახის წევრები სახელმწიფო მანქანით პირადი მიზნებისთვის გადაადგილდებიან.

“მე ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც, როგორც მე ვიცი, მოიპარა ფული თუ გააკოტრა კომპანია, რა შუაშია. მე რომ მადარებთ ახლა და ჩემს ოჯახს და ოჯახის წევრებს და რატომ სარგებლობს თურმე პრემიერ-მინისტრის ოჯახი სახელმწიფო მანქანით, ამას ეუბნებით ხალხს ეს არის ტყუილი. მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, ამის მიუხედავად მე ჩემი მანქანით გადავადგილდები”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები