მთავარიახალი ამბებისლაიდი

“გვაპატიეთ, რომ ამ სასტიკ ქვეყანაში ვერ დაგიცავით”- წყალტუბოში ძაღლები დახოცეს

“გვაპატიეთ, რომ ამ სასტიკ ქვეყანაში ვერ დაგიცავით”- წყალტუბოში ძაღლები დახოცეს

წყალტუბოში, სანატორიუმის ტერიტორიაზე, უცნობმა პირმა ძაღლის ლეკვები მოკლა. ფაქტს ცხოველთა დამცველები და ადგილობრივები აპროტესტებენ.

“როგორ უნდოდათ სიცოცხლე, როგორ უნდოდათ ყვარებოდათ, მოფერებოდნენ, ეჭმიათ და სახლები ეჩუქებინათ და დახოცეს. გვაპატიეთ პატარებო, რომ ამ სასტიკ ქვეყანაში ვერ დაგიცავით. თითოეული დამნაშავე ვართ თქვენს წინაშე. სანამ ცოცხლები იყავით მაინც არავინ გიჩუქებდათ იმიტომ, რომ ე.წ უჯიშოები ხართ. მაინც ჯოჯოხეთში მოგიწევდათ ცხოვრება, რომელსაც ქუჩა ჰქვია, გვაპატიეთ”, – წერს ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი სოციალურ ქსელში.

კომენტარები