მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში 18 წლის გოგო ტყუპების დედა გახდა

ქუთაისში 18 წლის გოგო ტყუპების დედა გახდა

ქუთაისში, “კლინიკა ბომონდში” 18 წლის გოგონა ტყუპი გოგონების დედა გახდა. პაციენტი გურიის რეგიონის მკვიდრია.

მკურნალი ექიმის ნინო რამიშვილის თქმით, პაციენტის ორსულობის პერიოდი რთულად მიმდინარეობდა.

“ორსულმა 26 კვირის ვადაზე მოგვმართა. კლინიკაში შემოვიდა მაღალი ტემპერატურითა და საშარდე გზების ინფექციით. არსებობდა ნაადრევი მშობიარობის მაღალი რისკი. რამდენჯერმე ჩაუტარდა სტაციონარული მკურნალობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკურნალობის შედეგები სახეზე გვაქვს-გაჩნდა ტყუპი ნაყოფი. ტყუპი გოგონებისა და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია”, – ამბობს მეან-გინეკოლოგი ნინო რამიშვილი.

 

კომენტარები