ქუთაისში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ლიფტები გაქურდეს, წაღებულია დანადგარი, რომელიც ლიფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.
ადგილობრივების თქმით, მათი ინფორმაციით, 20-მდე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტია გაქურდული ილია ჭავჭავაძის გამზირზე და ნიკეას ქუჩაზე.
კომპანია, რომელსაც კორპუსებში ლიფტების უზრუნველყოფა ევალება, აცხადებს, რომ ქალაქის მასშტაბით ლიფტების გაქურდვის ფაქტები გახშირდა და ყოველდღიური სახე მიიღო.
“მე-12 სართულზე ფეხით როგორ უნდა ვიარო, ესენი ლიფტების გამკეთებლები არ არიან, როგორც თქვენს საკმაოდ ძვირი ღირს ეს დანადგარიო, მე-12 სართულიდან ალბათ, დიდი ხანი ვერ ჩამოვალ დაბლა“, – აცხადებს ადგილობრივი.
კომენტარები