პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “მთავარი არის” გენერალური დირექტორის შეწყალებასთან დაკავშირებით კითხვას პირდაპირ არ უპასუხა.
“პასუხი გაცემულია ამ საკითხზე, არ არის საჭირო, რომ გავიმეორო. მე არავინ მომიწოდებს რეზოლუციით. პრეზიდენტის დისკრეცია იმას ნიშნავს, რომ არავის შეუძლია მოუწოდოს. რაც უფრო მეტი მოწოდება და ზეწოლაა, ეს არ უწყობს ხელს, რომ პრეზიდენტმა გამოიყენოს… გადაწყვეტილებები, რაც ხვალ იქნება მიღებული იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა გავაკეთეთ ბოლო ერთ წელს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა ევროპის მოედანზე.
კომენტარები