ქუთაისში თავისუფლების აკადემია იწყება. თავისუფლების აკადემია მოიცავს ოთხკვირიან ლექცია-სემინარების ინტენსიურ კურსს აქტიური მოქალაქეობის შესახებ და 3-თვიან პრაქტიკულ მუშაობას.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის კონტროლის საკითხებში, მშვიდობიანი და ეფექტური ფორმებით ადგილობრივ პრობლემებზე ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა.
პროექტის სასწავლო კურსი ივლისის უქმეებს დაიკავებს, პრაქტიკული ნაწილი კი, რომელიც ლოკალურ პრობლემებზე მონაწილეთა მიერ ინტენსიურ ჯგუფურ მუშაობას გულისხმობს, სექტემბერი-ნოემბრის ჩათვლით განხორციელდება.
თავისუფლების აკადემიას ახორციელებს თავისუფლების ინსტიტუტი, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.
პროექტში ჩართვა შეუძლიათ ქუთაისში მცხოვრებ 35 წლამდე დაინტერესებულ პირებს. მონაწილეები შეირჩევა სააპლიკაციო ფორმისა და გასაუბრების საფუძველზე. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 28 ივნისის ჩათვლით.
პროექტში მონაწილეობის განაცხადი: https://forms.gle/A56skWZHEGvB8T588
კომენტარები