მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გორაზე თითქმის ერთი კვირაა, “მარშრუტკები“ აღარ დადიან, იქნებ ვინმემ გავა აწიოს თბილი სკამებიდან და პრობლემა მოაგვაროს“

“გორაზე თითქმის ერთი კვირაა, “მარშრუტკები“ აღარ დადიან, იქნებ ვინმემ გავა აწიოს თბილი სკამებიდან და პრობლემა მოაგვაროს“

“ევროპული საქართველოს“ ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის წევრი ამირან ძოწენიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გორაზე თითქმის ერთი კვირაა, სამარშრუტო ტაქსები აღარ დადიან, რადგან მძღოლებმა მგზავრობის ფასის გაზრდა მოითხოვეს, რაზეც მერია არ დათანხმდა.

„გორაზე თითქმის ერთი კვირაა, „მარშრუტკები“ აღარ დადიან. მოკლედ რაც გავარკვიე, გორას 4 ხაზი ემსახურება, მანქანები არის კერძო, მგზავრობის ფასი 50 თეთრი. ბოლო დროს მძღოლები საწვავის და მარაგ ნაწილების გაძვირების გამო მგზავრობის ფასის 20 თეთრით გაზრდას ითხოვენ, რაზეც მერია არ დათანხმდა და ამის გამო გადამზიდავებმა პროტესტის ნიშნად მომსახურება შეწყვიტეს.

არა, მე მესმის, განა არ მესმის, რომ მერიას გორელები მდიდარი ხალხი ვგონივათ და ყველას გვაქვს ან საკუთარი მანქანა ან ტაქსის ფული ან და განა არ ვიცით, რომ ვისაც ფული არ გვაქვს ისინი უფრო კარგ მდგომარეობაში ვართ, ფეხით სიარული ხომ ჯანმრთელობაა და მით უმეტეს თუ “ბოტასის” პროგრამაში ხარ ჩართული ფულსაც გამოიმუშავებ, მაგრამ მაინც, იქნებ ვინმემ გავა აწიოს თბილი სკამებიდან და ეს პრობლემა მოაგვაროს, თორემ უბანში იმდენი ხალხი ილანძღება, რომ მერიის დედის გინება უკვე ძილშიც ჩამესმის“, – წერს ძოწენიძე.

კომენტარები