თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ აქციას იმერეთიდანაც უერთდებიან.
კოლონა თბილისის მიმართულებით ქუთაისის სპორტის სასახლიდან უკვე დაიძრა.
ქუთაისში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ქართველი ხალხის სურვილი არ ემთხვევა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ნებას, ამიტომ დეოლიგარქიზაცია და პრორუსული ხელისუფლების უფლებამოსილების შეჩერება, ის მთავარი საკითხებია, რომლის გარეშეც საქართველოს ევროინტეგრაცია ვერ მოხერხდება.
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას, დროებითი ტექნიკური მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს – ეს ის მოთხოვნებია, რომლის გამოც, სხვადასხვა პროფესიის და განსხვავებული შეხედულებების მქონე რამდენიმე ასეული ადამიანი იმერეთიდან თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჩანიშნულ მასშტაბურ აქციას შეუერთდება.
მოსახლეობის თქმით, მთავრობის მეთაურის მიმართ მიცემული ერთკვირიანი ულტიმატუმის ვადა ამოწურულია, რის გამოც ისინი აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
კომენტარები