მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დილით ყველანი შემოვევლებით ქაჯეთის ციხეს და მჯდომარე პროტესტით დავხვდებით მთავრობას”

“დილით ყველანი შემოვევლებით ქაჯეთის ციხეს და მჯდომარე პროტესტით დავხვდებით მთავრობას”

აქციის მონაწილეთა ნაწილი დილით, კანცელარიის შენობასთან გადაინაცვლებს, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.

“შემდეგი ნაბიჯი არის გადაადგილება მთავრობის სახლისკენ, მაგრამ ეს არ ხდება ახლა. აქ გვაქვს მოწყობილი ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ ეს ღამე მშვიდობიანად, წყნარად გავატაროთ, თავს არ შეგაწყენთ ბევრი საუბრით. გვაქვს ეკრანზე თავშესაქცევები და გამოვიყენოთ ეს დრო, რომ ვესაუბროთ მშვიდად ერთმანეთს, ვინც დასაცავად არის მოსული ხელისუფლების, რეალურად ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი, ეს ადამიანებიც გვჭირდება.

რაღაც ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს კომფორტში არიან. ჩვენ აქ ვიკრიბებით და მათთვის თითქოს არაფერი იცვლება. ამიტომ დილით ყველანი წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით ქაჯეთის ციხეს და მჯდომარე პროტესტით, დავხვდებით მთავრობას, ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას, რადგან აქედან არ ესმით”, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

აქციის მონაწილეთა ნაწილი უკვე იმყოფება “ქართული ოცნების” ოფისთან, ნაწილი კი ღამეს პარლამენტთან გაათევს.

კომენტარები